ტრენინგ სემინარი საარქივო საქმის განვითარებაზე

 

მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნულ არქივის საარქივო ფონდის ფორმირების  განყოფილების  მიერ ორგანიზებული ტრენინგ -სემინარი .

არქივის სამმართველოს   თანამშრომლები არქივებისა და საქმისწარმოების  სფეროებში გაეცნენ არსებულ საკანონმდებლო სიახლეებს.  ზემოთ აღნიშნულ  პერიოდში ტრენინგ-სემინარზე დამსწრე მსმენელებმა  გაიარეს:

  1. საარქივო საქმე (ზოგადი კურსი);
  2. საარქივო საქმე ეროვნული საარქივო ფონდის შემქმნელ დაწესებულებებში;
  3. საქმისწარმოება;

ტრენინგ-სემინარი მიზანი იყო საარქივო საქმისა და საქმისწარმოების სფეროში მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების   მომზადება.

  1. საარქივო საქმე (ზოგადი კურსი);
  2. საარქივო საქმე ეროვნული საარქივო ფონდის შემქმნელ დაწესებულებებში;
  3. საქმისწარმოება;

სემინარებისა და ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ  შესაბამისი  სწავლების  დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

xdf        xg