ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“

მიმდინარე წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის  2 დღიანი ტრენინგში თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი’’- მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო.

      ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმების შესრულების სავალდებულოობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოხელეთა კვალიფიციურობის ამაღლებას და პრაქტიკაში განზოგადებას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.