სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დაცული დოკუმენტების რაოდენობისა და მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება

   მიმდინარე წლის  23-24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველომ  განხორციელა   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საქმისწარმოებაში დოკუმენტთა  ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მდგომარეობის .

         შემოწმება განხორციელდა არქივის სამმართველოს უფროსის  მოადგილის სვეტლანა ხუბულავას, აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების  მთავარი სპეციალისტის მარინა გადელიას მიერ.

     შემოწმებას სათანადო  ორგანიზება გაუწია აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსმა ერასტი ფენდერავამ.

 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობის საქმისწარმოებაში დოკუმენტთა  ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  გაეწიათ სათანადო მითითებები და რეკომენდაციები.