ჩვენს შესახებ

„არქივი“ ლათინური სიტყვაა  და ნიშნავს ადგილს, სადაც ინახება სახელმწიფო აქტები. არქივებისწარმოშობა უკავშირდება წერილობითი დოკუმენტების გაჩენას და მათი შენახვა–დაცვისაუცილებლობას.

 

აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არქივში ისტორიულიდოკუმენტების სახით ინახება საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ადამიანთა ცოდნა დაგამოცდილება, ხოლო  აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო  არის შემადგენელი ნაწილი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე  არსებულიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო  საარქივო  დეპარტამენტის.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  არქივის სამმართველო  ემსახურება  პოლიტიკურ,ეკონომიკურ, მეცნიერულ და კულტურულ ინტერესებს და არის დოკუმენტური მემკვიდრეობა,რომელიც ხელისუფლების აუცილებელი ატრიბუტს წარმოადგენს.

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო  საარქივო  დეპარტამენტმა ფუნქციონირება განაახლა დევნილობაში 1996 წლის 27 თებერვლიდან და ინახება საარქივო დოკუმენტები 1993 წლიდან- დღემდე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო  დეპარტამენტის სამოქმედო დებულება კი   დამტკიცებულ იქნა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს   1996 წლის  27 თებერვლის №28  დადგენილებით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 1998 წლის  4 აგვისტოს  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფის ღონისძიების შესახებ’’ დადგენილების საფუძველზე დაკონკრეტებულ იქნა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, აღნიშნული  დადგენილების შესაბამისად  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო  საარქივო  დეპარტამენტი, ჩამოყალიბდა როგოც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   საარქივო  საქმეების სამმართველოდ,   რომლის სამოქმედო დებულებაც  დამტკიცებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 26 თებერვლის №28 დადგენილებით.

 

ზემოთ აღნიშნული დებულების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   საარქივო საქმეების სამმართველო ექვემდებარებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 8 დეკემბრის  განკარგულებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ,,მთავრობის სტრუქტურის  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ 2004 წლის 24 ნოემბრის კანონის 23-ე მუხლის ,,ზ’’ქვეპუნქტის   საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და მთავარი საარქივო სამმართველო და მათ ბაზაზეც შეიქმნა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტი, არქივის განყოფილება კი სტრუქტურულ ერთეულად შევიდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ამოცანებსა და ფუნქციებს ფუნქციონირების განახლებიდან დღემდე  წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალური სახით, საარქივო ფონდის დოკუმენტების ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება.

 

აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის, აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვა, დაცვა და შენახვა.

 

საარქივო კანონმდებლობის შესაბამისად აფხაზეთის ა/რ წყარო დაწესებულებებში საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვა კონტროლი და ზედამხედველობა.

 

აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოში დაცული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  წყარო დაწესებულებების სიის დადგენა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფა, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა;

 

აფხაზეთის ა/რ საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავება და წლის ბოლოს ანგარიშის წარდგენა ეროვნულ არქივსა და იუსტიციის დეპარტამენტში .

 

საარქივო ფონდის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების, დოკუმენტების სახეობების და ნაირსახეობების შემადგენლობისა და პირების წრის განსაზღვრა.

 

დოკუმენტების მიკუთვნება საარქივო ფონდის შემადგენლობისადმი შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების დამტკიცების საფუძველზე და შემოწმება დოკუმენტების არსებობისა  და მდგომარეობის,  საარქივო საქმისა განვითარება არქივის სამმართველოსა და აფხაზეთის ა/რ წყარო დაწესებულებებში.

 

არქივის სამმართველოს მიერ საარქივო ფონდის შემადგენლობის ოპტიმიზაციის მიზნით  მიზნობრივ ექსპერტიზის ჩატარება

 

საარქივო ფონდის დოკუმენტების “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიღება.

 

არქივის სამმართველოს მიერ კანონით დადგენილი წესით  ნებართვების გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტების ასლების გატანის თაობაზე სხვადასხვა დაწესებულებებსა და მოქალაქეებზე

 

არქივის სამმართველოში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვა, მათი შენახვის პირობების მონიტორინგი და ოპტიმიზაციის ღონისძიებების გატარება.

 

საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა, ცენტრალიზებული აღრიცხვის დარგში და არქივის სამმართველოში დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა.

 

საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებებში  ცენტრალიზებული აღრიცხვა, კონტროლი და ზედამხედველობა.

 

გაანალიზება, განაზოგადება საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის დადგენილი წესით მიღებული მონაცემების, უზრუნველყოფა ცენტრალური საფონდო კატალოგის მოქმედების, მომზადება სტატისტიკურ ანგარიშის არქივის სამმართველოში დაცული საარქივო ფონდის მოცულობის შესახებ.

 

საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა და განვითარება.

 

საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალი დაშვება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

 

დადგენილი წესით  სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების საარქივო დოკუმენტების მიხედვით გაცემა, აგრეთვე დოკუმენტების პირების და დოკუმენტიდან ამონაწერების და ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა და კონტროლი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაში არქივის სამმართველოში ჩასაბარებლად.

 

დახმარების გაწევა წყარო დაწესებულებებზე საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა  და საექსპერტო  კომისიებს მუშობის საკითხებზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში  პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, დაცულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საფუძვლები, რომლების საფუძველზე დახმარებას უწევს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კი  ვემსახურებით  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენასთან  დაკავშირებულ მოთხოვნებზე სათანადო პასუხის გაცემით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  საქვეუწყებო დაწესებულება-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო  დახმარებას უწევს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს- დევნილებს სხვადასხვა ხასიათის  სოციალურ-უფლებრივი ცნობების გაცემით.

 

დღეისათვის არქივის სამმართველოს  უფლებამოსილებაშია საარქივო საქმის მართვა,საქმისწარმოების სრულყოფა და აფხაზეთის  საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.